Sunday, October 8, 2017

117-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის კათედრა

მოგესალმებით ყველას ვისაც გაინტერესებთ როგორ ვმუშაობთ და რას ვაკეთებთ

კათედრაზე 11 წევრია
აქედან
მე ნელი ბუაძე-ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი
მარიკა დევდარიანი-კათედრის გამგე
ელისო ქუთათელაძე
მარიამ მატიაშვილი
ნათია ბექაური
მაია გოგოლაძე
თამარ ხომასურიძე
                    ყველა სერტიფიცირებული ინგლისურის მასწავლებლები ვართ , ამას ემატება 4 რუსულის მასწავლებელი:
თინა წიკლაური
ზინა პიტიურიშვილი
ლელა ესიავა
ლია ჯორბენაძე

 კათედრაზე მეგობრული კოლეგიალური ატმოსფეროა , შეთანხმებულად ვმუშაობთ


Friday, January 20, 2017

იტალიური არდადეგები

ჩემი იტალიური არდადეგები
ძალიან დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და ვეღარ მოვიცალე.  მილანი, ვენეცია, ფლორენცია, ვერონა- ჯერ მარტო დასახელებით ჟრუანტელი დაგივლის, არასოდეს მეგონა, რომ აქ წავიდოდი.
მილანი საოცარი ქალაქია, არასოდეს მინახავს ძველი და თანამედროვე არქირექტურის ასეთი შერწყმა, ამდენი ლამაზი კაცი, ამდენი მაღაზია, ამდენი ისტორიული ძეგლი. სამ დღეში იმდენი ვიარე, ალბათ წელიწადში არ დავდივარ ამდენს, ფეხით მოვიარე ქალაქის ცენტრი, მიუხედავად წვიმისა და უამონდობისა, ესაა ქალაქი სადაც არასოდეს შეგცივდება, სადაც ყველა მეგობრულად გესალმება, გიღიმის, ყველა ახლობლად გეჩვენება.
ფლორენცია- ძალიან ცოტაა ერთი დღე ამ საოცარი ქალაქის სანახავად, უფიცის გალერეა  პალაზო პიტი, მიქელანჯელოს მოედანი   და პონტევეკიო, ესაა ქალაქი
....სადაც სანახავი არასოდეს მთავრდება.
ვენეცია- არხებისა და გონდოლების ქალაქი, ქალაქი მუზეუმი, ქალაქი მარგალიტი, და ვერონა-რომეოსა და ჯულიეტას ქალაქი, ყველაზე თბილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე სასურველი. დას რაც მთავარია ხალხი, საოცრად თბილი, საოიცრად მეგობრული, საოცრად ლამაზი. 


Friday, March 22, 2013


1.პროექტის სახელწოდება-ბულინგი- კვლევა





2.პროექტის მთავარი იდეა-პროექტი შეისწავლის რამდენად ხშირია ბულინგის შემთხვევები საქართველოში  და რამდენად აქვს გაცნობიერებული  სხვადასხა ასაკის ბავშვებს მისი არსი,

3.პროექტის აქტუალობა-აქტუალურია იმიტომ, რომ  უსაფრთხო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია, დღესდღეობით ჯერ კიდევ ხშირია ბულინგის შემთხვევები და არნიშნული პროექტით შესაძლებელი გახდება თუნდაც ერთი შემთხვევის თავიდან აცილება.

4.პროექტის მიზნები- კვლევა  რამდენად აქვთ შეგნებული მოსწავლეებს ეს საფრთხე და რა იციან ამის შესახებ, ასევე რა ასაკის მოსწავლეები შეიძლება გახდნენ მისი მსხვერპლი.მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლება და სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, ტოლერანტობისა და სამართლიანობის გრძნობის განვითარება.
კანონების  გაცნობა და სხვისი უფლებებისადმი , ადამიანური ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის  პატივისცემის გრძნობის განვითარება.

                                                                             




5.მონაწილეთა ასაკი- 14-16 წელი


6.ვადები, ხანგრძლივობა-22 მარტი-დან 6 კვირა

7.მოსალოდნელი შდეგები -კვლევის შედეგი იქნება  საზოგადოებამ შეიტყოს  თუ რამდენად ხშირია ბულინგის შემთხვევები, რა იცის ხალხმა ამის შესახებ პროცენტული მაჩვენებლები, აგრეთვე პრობლემის გადაჭრის გზები.

      მოსწავლეებს განუვითარდებათ  ინფორმაციის მოპოვებისა  და ორგანიზების უნარი,ფაქტებისა და ისტორიული მოვლენების  კველვისა და ინტერპრეტაციის უნარი,კომუნიკაციის უნარი, ასევე  ისწავლიან თანამშრომლობას, ტოლერანტობას, სამოქალაქო პოზიციის შემუშავებას, კრიტიკასა და დაცვას, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრებას, სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირის დადგენას,პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრას, საზოგადიებრივი პროცესებისა და სიტუაციის მოდელირებას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასებას  და საგანგებო სიტუაციაში მოქმედებას.
        მოსწავლეებს განუვითარდეება  ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის პატივისცემა. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეების ეთიკური და პასუხისმგებელი ქცევის ჩამოყალიბებას.მოსწავლეებს დააფიქრებს აქტუალურ საკითხებზე  და განუვითარებს პოზიტიურ დამოკიდებულებებს.


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რერსუსები-სლაიდები, ფილმები,, კითხვარები,ვიდეოები, სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, სხვადასხვა პროგრამები, კომპიუტერული გამოკითხვა

9.პროქტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)-
   1.პროექტის პრეზენტაცია (სლაიდების ჩვენება,  ფილმი, ცნების რუკის შედგენა-რა შეიძლება იყოს ბულინგი, საუბარი პროექტის აქტუალობაზე, კითხვარების შედგენა),
  2. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების ჩაბმა- ფილმის ყურება და განხილვა.,
  3. სიმულაციური სიტუაციების  შექმნა( მასწავლებლის დახმარებით დაიდგას  მონოსპექტაკლი) და მათი განხილვა სამართლიანობის ჭრილში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად.
  4. საზოგადოების სხვადასხვა ფენების მიერ  კითხვარების შევსება, საუბარი მასწავლებლებთან , მანდატურთან და ა.შ. ინტერნეტ გამოკითხვა.
  5. შედეგების შეჯამება


10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- სამოქალაქო განათლება (რას ასწავლიან ბავშვებს), ქართული ლიტერატურა,  უსაფრთხო სკოლის კონცეფცია


11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)-ნელი ბუაძე

12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა-Nelibuadze@Gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი/Nelisblogi.blogspot.com