1.
პროექტის სახელწოდება-ბულინგი- კვლევა
2.პროექტის მთავარი იდეა-პროექტი შეისწავლის რამდენად ხშირია ბულინგის შემთხვევები საქართველოში და რამდენად აქვს გაცნობიერებული სხვადასხა ასაკის ბავშვებს მისი არსი,
3.პროექტის აქტუალობა-აქტუალურია იმიტომ, რომ უსაფრთხო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, დღესდღეობით ჯერ კიდევ ხშირია ბულინგის შემთხვევები და არნიშნული პროექტით შესაძლებელი გახდება თუნდაც ერთი შემთხვევის თავიდან აცილება.
4.
პროექტის მიზნები- კვლევა რამდენად აქვთ შეგნებული მოსწავლეებს ეს საფრთხე და რა იციან ამის შესახებ, ასევე რა ასაკის მოსწავლეები შეიძლება გახდნენ მისი მსხვერპლი.მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლება და სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, ტოლერანტობისა და სამართლიანობის გრძნობის განვითარება.
კანონების გაცნობა და სხვისი უფლებებისადმი , ადამიანური ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის პატივისცემის გრძნობის განვითარება.
5.
მონაწილეთა ასაკი- 14-16 წელი
6.ვადები, ხანგრძლივობა-22 მარტი-დან 6 კვირა
7.მოსალოდნელი შდეგები -კვლევის შედეგი იქნება საზოგადოებამ შეიტყოს თუ რამდენად ხშირია ბულინგის შემთხვევები, რა იცის ხალხმა ამის შესახებ პროცენტული მაჩვენებლები, აგრეთვე პრობლემის გადაჭრის გზები.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი,ფაქტებისა და ისტორიული მოვლენების კველვისა და ინტერპრეტაციის უნარი,კომუნიკაციის უნარი, ასევე ისწავლიან თანამშრომლობას, ტოლერანტობას, სამოქალაქო პოზიციის შემუშავებას, კრიტიკასა და დაცვას, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრებას, სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირის დადგენას,პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრას, საზოგადიებრივი პროცესებისა და სიტუაციის მოდელირებას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასებას და საგანგებო სიტუაციაში მოქმედებას.
მოსწავლეებს განუვითარდეება ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის პატივისცემა. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეების ეთიკური და პასუხისმგებელი ქცევის ჩამოყალიბებას.მოსწავლეებს დააფიქრებს აქტუალურ საკითხებზე და განუვითარებს პოზიტიურ დამოკიდებულებებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რერსუსები-სლაიდები, ფილმები,, კითხვარები,ვიდეოები, სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, სხვადასხვა პროგრამები, კომპიუტერული გამოკითხვა
9.
პროქტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)-
1.პროექტის პრეზენტაცია (სლაიდების ჩვენება, ფილმი, ცნების რუკის შედგენა-რა შეიძლება იყოს ბულინგი, საუბარი პროექტის აქტუალობაზე, კითხვარების შედგენა),
2. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების ჩაბმა- ფილმის ყურება და განხილვა.,
3. სიმულაციური სიტუაციების შექმნა( მასწავლებლის დახმარებით დაიდგას მონოსპექტაკლი) და მათი განხილვა სამართლიანობის ჭრილში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად.
4. საზოგადოების სხვადასხვა ფენების მიერ კითხვარების შევსება, საუბარი მასწავლებლებთან , მანდატურთან და ა.შ. ინტერნეტ გამოკითხვა.
5. შედეგების შეჯამება
10.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- სამოქალაქო განათლება (რას ასწავლიან ბავშვებს), ქართული ლიტერატურა, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)-ნელი ბუაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა-Nelibuadze@Gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი/Nelisblogi.blogspot.com